"ყველას მოვუწოდებ, შეწყვიტონ პოლიტიკური შეტევა შალვა რამიშვილზე" – ირაკლი კობახიძე
15:49:24     30-03-2023
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ტელეკომპანია „პოსტივის“ ხელმძღვანელ შალვა რამიშვილთან დაკავშირებულ საკითხს ჟურნალისტებთან საუბარში გამოეხმაურა და განაცხადა, რომ რამიშვილზე პოლიტიკური თავდასხმა მიმდინარეობს:
„მე არ ვარ სამართალდამცავი უწყება, ეს ერთი. ამიტომ სამართლებრივ საკითხებზე კომენტარს ვერ გავაკეთებ. ეს არის სამართალდამცავი უწყებების საქმე.
რაც შეეხება პოლიტიკურ მხარეს, ყველას მოვუწოდებ, შეწყვიტონ პოლიტიკური შეტევა შალვა რამიშვილზე. ეს არის სუფთა პოლიტიკური მიზნებით და მოტივებით ნაკარნახევი შეტევა. აქედან გამომდინარე მე ვერ ვიქნები ამ კამპანიის მხარდამჭერი.
„პოსტივი“ გადავიდა მე-3 ადგილზე, გაასწრო მთავარ არხს, გაასწრო ყველა ოპოზიციურ არხს და ეს, რა თქმა უნდა, ოპოზიციას არ მოსწონს. აქედან გამომდინარე დაიგეგმა კონკრეტული კამპანია შალვა რამიშვილის წინააღმდეგ“, - აცხადებს კობახიძე.