"რაც ჩვენ სალომე ზურაბიშვილის არჩევისთვის ვიწვალეთ, ახია ჩვენზე" - მდინარაძე
15:38:29     30-03-2023
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ყოველწლიური მოხსენებით უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში ხვალ, 31 მარტს წარსდგება.
აღნიშნულის შესახებ ჟურნალისტებმა კითხვა დაუსვეს "ქართული ოცნების" დეპუტატს, მამუკა მდინარაძეს და დაინტერესდნენ თუ რა მოლოდინები აქვს პირადად მას პრეზიდენტის მოხსენებისგან:
"არ ვიცი, მოლოდინი როგორ ვთქვა. ქალბატონი სალომეს მაგივრად როგორ ვილაპარაკო წინასწარ, როდესაც არ ვიცი, ხშირად არის არაობიექტური შეფასებები. რაც ჩვენ ამ ადამიანის არჩევისთვის, ჩვენს მოსახლეობას ათასი მესიჯი მივაწოდეთ, რაც ჩვენ ვიწვალეთ, ახია ჩვენზე რომ იტყვიან იმდენად ტენდენციური აღმოჩნდა ქალბატონი სალომე", – განაცხადა მდინარაძემ.