"გაოგნებული ვარ ტერორისტ ბრეივიკთან შედარებით, უაღრესად უადგილოდ მიმაჩნია" - ნორვეგიის ელჩი ღარიბაშვილზე "გაოგნებული ვარ ტერორისტ ბრეივიკთან შედარებით, უაღრესად უადგილოდ მიმაჩნია" - ნორვეგიის ელჩი ღარიბაშვილზე /> "/> " />


  17:18:28     27-03-2023

"გაოგნებული ვარ ტერორისტ ბრეივიკთან შედარებით, უაღრესად უადგილოდ მიმაჩნია" - ნორვეგიის ელჩი ღარიბაშვილზე

1679923283ddee.JPG

ნორვეგიის მხრიდან მიხეილ სააკაშვილისთვის გადაცემულ ჯილდოს დღეს საქართველოს პრემიერ–მინისტრი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ეს იგივეა, საქართველომ ბრეივიკს გადასცეს ჯილდო. 

აღნიშნულს საქართველოში ნორვეგიის ელჩი გამოეხმაურა და ღარიბაშვილის შედარებას "უაღრესად უადგილო" უწოდა:

"ნორვეგიის საელჩო თბილისში ყოფილი პრეზიდენტის, სააკაშვილის დაჯილდოების თაობაზე ინფორმირებული არ ყოფილა იქამდე, სანამ ამის შესახებ ინფორმაციას მედიაში არ გავეცანით. დავამატებ, რომ მე გაოგნებული ვარ ტერორისტ ბერინგ ბრეივიკთან შედარებით, რაც მე უაღრესად უადგილოდ მიმაჩნია", - ამბობს ელჩი ჰელენ სანდ ანდრესენი "მთავარი არხის" კითხვაზე პასუხად.


ავტორი: presa.ge