ბათუმის პირველ საჯარო სკოლაში მოსწავლემ, სავარაუდოდ, წიწაკის სპრეი გაუშვა – 10 მოსწავლე საავადმყოფოშია მოთავსებული
16:24:59     27-03-2023
ბათუმის პირველი საჯარო სკოლის ათი მოსწავლე დღეს სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.
არსებული ინფორმაციით, აღნიშნულის მიზეზი მეშვიდე კლასის ერთ–ერთი მოსწავლის მიერ, საკლასო ოთახში წიწაკის სპრეის გაშვება გახდა. როგორც ცნობილია, მომხდარის გამო, მოსწავლეების ნაწილს თავის ტკივილი დაეწყო.
სკოლის დირექტორის განცხადებით, სამედიცინო დახმარების ბრიგადა თავად გამოიძახა. მისივე თქმით, ჯერ ვერ კონკრეტდება იყო თუ არა მართლაც წიწაკის სპრეი გაშვებული, რადგან აღნიშნული გამოძიებამ უნდა დაადგინოს.
სკოლის მოსწავლეები კი სამედიცინო დაწესებულებაში პრევენციის მიზნით გადაიყვანეს. ამ დროისათვის მოსწავლეები თავს ცუდად არ გრძნობენ.