"იგივეა, რომელიმე ქვეყანამ რომ ბრეივიკს მისცეს ჯილდო" - ღარიბაშვილი მიხეილ სააკაშვილისთვის დემოკრატიის პრიზის გადაცემაზე

  16:19:24     27-03-2023

პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ საქართველოს ხალხის დაცინვაა, რომ ნორვეგიაში მიხეილ სააკაშვილს დემოკრატიის პრიზი გადაეცა. 

"რამხელა დაცინვა და შეურაცხყოფაა ჩვენი ხალხის, რომ მთელ მსოფლიოში ცნობილი ავტორიტარული, თითქმის დიქტატორული ყოფილი მმართველი, რომელიც იყო მჩაგვრელი, მკვლელი სისტემის შემოქმედი, დააჯილდოვეს ადამიანის უფლებების დარგში მიღწეული რაღაც...ეს ხომ დაცინვაა ჩვენი ხალხის, ეს ხომ წარმოუდგენელია.

ამიტომ ეს დაცინვაა ჩვენი ხალხის და რა თქმა უნდა, ეს არაფერს ნიშნავს. რადგანაც ნორვეგიის ამ ორგანიზაციიდან ასეთი დამოკიდებულებაა, ნორვეგიაში გახსოვთ, რომ ბრეივიკმა ძალიან ბევრი ადამიანი დახოცა. დაახლოებით იგივეა, რომელიღაც ქვეყანამ რომ ბრეივიკს მისცეს ეს",- თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა.