ხვიჩა კვარაცხელია ოჯახთან ერთად პატრიარქს შეხვდა

  16:19:52     23-03-2023

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ხვიჩა კვარაცხელია დალოცა. ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს:

"ა.წ. 23 მარტს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ ცნობილი ქართველი ფეხბურთელი, -ხვიჩა კვარაცხელია მიიღო.

შეხვედრას ესწრებოდნენ ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე (შარაშენიძე), სამღვდელოება, ფეხბურთელის ოჯახის წევრები და საცოლე.

მისმა უწმინდესობამ დალოცა ხვიჩა კვარაცხელია, მისი თანმხლებნი შემდგომი წარმატებები და ბედნიერება უსურვა"