"ადამიანი ფაქტობრივად აღარ არის... ჭამს საკუთარ სხეულს" – გიული ალასანია მიხეილ სააკაშვილზე

  16:12:40     23-03-2023

მესამე პრეზიდენტის ოჯახი ევროსასამართლოს უახლოეს დღეებში მიმართავს. მიხეილ სააკაშვილის დედა გიული ალასანია ამბობს, რომ მისი შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ იძლევა შესაძლებლობას, რომ ის ისევ  ციხეში დააბრუნონ. 

"რა პოზიციაზეა ლაპარაკი, როდესაც ადამიანი ფაქტობრივად აღარ არსებობს ფიზიკურად. 2 ლუკმა ჩაიდო და ისიც ამოიღო უკან. ჭამს საკუთარ სხეულს, უკვე რამდენი ხანია. დღიდან მისი ჩამოსვლისა კარგი ამ ქვეყანაში ამ ადამიანს არაფერი არ მიუღია. არაფერი კარგი არ ახსოვს, აქედან გამომდინარე, ელოდება ყველაფერს მხოლოდ ცუდს. ეს მიიღო იმის სამაგიეროდ, რაც ამ ადამიანმა აკეთა ამ ქვეყნისთვის. მადლობის მაგივრად მიიღო ეს. რითაც ვამაყობდით, ეს ქვეყანა რითიც ამაყობდა, რითიც გახდა ცნობილი და დღემდე სხვათა შორის რითაც ამაყობენ ინერციით, ეს არის ის, რაც გაკეთდა მის წლებში. ყველაფერზე ნაწყენი ვარ. იმიტომ, რომ ჩემი შვილი ჩამოვიდა და კლავენ",- ამბობს გიული ალასანია.