"ტიროდა იმიტომ, რომ შვილი ჰკითხავდა – დედა შოკოლადი მომიტანე? ქალი ყელში გაჩხერილ ბურთს გადაყლაპავდა და ეტყოდა – არა დედი, მაღაზია დაკეტილი იყო" "ტიროდა იმიტომ, რომ შვილი ჰკითხავდა – დედა შოკოლადი მომიტანე? ქალი ყელში გაჩხერილ ბურთს გადაყლაპავდა და ეტყოდა – არა დედი, მაღაზია დაკეტილი იყო" /> "/> " />


  11:28:39     14-03-2023

"ტიროდა იმიტომ, რომ შვილი ჰკითხავდა – დედა შოკოლადი მომიტანე? ქალი ყელში გაჩხერილ ბურთს გადაყლაპავდა და ეტყოდა – არა დედი, მაღაზია დაკეტილი იყო"

1678779181uuu.JPG

აკა სინჯიკაშვილი სოციალურ ქსელში, მაღაზიაში მომხდარ ისტორიაზე წერს: 

"ახლა, მაღაზიაში, ქალი ყიდულობდა რაღაცას. უკან ორი კაცი ვედექით.

- ბარათზე საკმარისი თანხა არ არის ქალბატონო - ეუბნება მოლარე.

დავხედე და ერთადერთი ყველაზე პატარა შოკოლადი უდევს. ბამბინოა თუ ბარამბინო თუ რაქვია. ქალი მთლიანად გაწითლდა - ბოდიში - უთხრა მოლარეს და უკან წაიღო დასადებად.

აუჰ ჩვენ ორივე ამსისქე კაცი გავიქაჩეთ - "რას ამბობთ ქალბატონო, ჩემსას გავატარებ". "როგორ გეკადრებათ, უკან არ დადოთ".

"ღმერთოჩემო ერთი წუთით.."

"ეს შოკოლადები ყველა გაატარე ჩემიძმა"

ქალი ცრემლიანი ეცა კარს და გარეთ სირბილით გავარდა.

ორ წამში გავეკიდეთ ორივე, გადავაქოთეთ ყველაფერი და ვერ ვიპოვეთ.

შევეშვით ბოლოს რა. ვერცერთმა ჩვენთვისაც ვეღარაფერი ვეღარ ვიყიდეთ.

სახლისკენ წამოვედი და ოცი მეტრით აქეთ, სადარბაზოში დავინახე.მივხვდი, რომანდ არ ცხოვრობდა, უბრალოდ დაგვემალა.

ვერ მივედი, იმიტომ, რომ იდგა და ტიროდა. სცხვენოდა და ტიროდა. ძალიან სცხვენოდა და ტიროდა. ტიროდა იმიტომ, რომ შვილი ჰკითხავდა - დედა შოკოლადი მომიტანე? ქალი ყელში გაჩხერილ უზარმაზარ ბურთს გადაყლაპავდა და ეტყოდა - არა დედი, მაღაზია დაკეტილი იყო...", - წერს აკა სინჯიკაშვილი. 


ავტორი: presa.ge