ბერძნული სალათი
17:51:09     30-08-2011
მასალა:
პომიდორი – 3 ცალი
კიტრი – 1 ცალი
ხახვი – 1 თავი
ბულგარული წიწაკა – 1 ცალი
მცენარეული ზეთი – 3 სუფრის კოვზი
მწვანე სალათი
ყველი – 100–150 გრამი
გასაფორმებლად:
ზეითუნის ან მცენარეული ზეთი – 2 სუფრის კოვზი
ძმარი – 2 სუფრის კოვზი
მარილი
შავი წიწაკა
ბოსტნეული გავრეცხოთ და გავაშრთ. პომიდორი დავჭრათ ოვალურ ნაჭრებად. ხახვი და კიტრი დავჭრათ მრგვალ ნაჭრებად.თითოეული ზეთის ხილი შუაზე გავყოთ. ყველი კი კუბებად დავჭრათ. თეფშზე მოვათავსოთ სალათის ფოთლები, ზემოდან კი მოვათავსოთ დაჭრილი ბოსტნეული და ყველი. მოვაწაროთ მარილი, წიწაკა და მოვასხათ ძმარი და ზითუნის ზეთი.