ქუთაისში უამინდობის გამო, ორსულმა ქალმა სამშობიარომდე ვერ მიასწრო და ეზოში იმშობიარა
15:47:18     17-02-2023
კლინიკა "ბომონდის" ცნობით, ქუთაიში მშობიარე ქალმა უამინდობის გამო კლინიკამდე მისვლა ვერ მოასწრო და დაწესებულების ეზოში, მანქანაში იმშობიარა:
"თოვლს რომ გაალღობს და თოვლიან დღეს გაათბობს, ისეთი ამბავი უნდა მოგიყვეთ
მშობიარემ, რომელმაც უამინდობის მიზეზით კლინიკაში დროულად მოსვლა ვერ შეძლო, "კლინიკა ბომონდის" ეზოში იმშობიარა.
ქალბატონს ვაჟი შეეძინა. დედაც და ახალშობილიც თავს კარგად გრძნობენ.
"მშობიარე მარტვილიდან კლინიკაში შემოვიდა ჭინთვებში, რის გამოც მისი გადაყვანა სამშობიარო ბლოკში ვერ მოესწრო და მშობიარობის მიღება მოხდა ავტომობილში,"-ამბობს მეან-გინეკოლოგი თეონა ლორთქიფანიძე",- ნათქვამია განცხადებაში.