
მარიტა მეფარიშვილს თითებთან ჰქონდა ელექტრონიშნები – ექსპერტიზის დასკვნა ცნობილია
15:37:16     17-02-2023
ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის შედეგად მარიტა მეფარიშვილის გარდაცვალების მიზეზთან დაკავშირებით, სამედიცინო ექსპერტიზა დასრულდა. დასკვნა "ინტერპრესნიუსმა" გაასაჯაროვა:
ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ გაცემული დოკუმენტის თანახმად, მარიტა მეფარიშვილის გარდაცვალების მიზეზი ტექნიკური ელექტროდენის მოქმედების შედეგად განვითარებული ელექტროტრავმა გახდა.
„მოქალაქე მარიტა მეფარიშვილის სიკვდილის მიზეზია: ტექნიკური ელექტროდენის მოქმედების შედეგად განვითარებული ელექტროტრავმა. ექსპერტიზაზე წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის ჩანაწერის თანახმად, მარიტა მეფარიშვილის სიკვდილი დაფიქსირდა 2022 წლის 13 ოქტომბერს 13:30 საათზე.
მარიტა მეფარიშვილის გვამს მარცხენა მტევნის თითების მიდამოებში აღენიშნებოდა ელექტრონიშნები, რაც განვითარებულია ტექნიკური ელექტროდენის მოქმედების შედეგად და უშუალო მიზეზობრივ კავშირში იმყოფება დამდგარ შედეგთან“, - ნათქვამია სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნაში.