ვინ არის 42 წლის ორსული, რომელიც ბათუმში მშობიარობისას გარდაიცვალა
18:36:40     14-02-2023
ბათუმში 42 წლის ქალი მშობიარობის დროს გარდაიცვალა - კლინიკა "ბაუ-ში" განმარტეს, რომ ეს მისი მეოთხე ორსულობა იყო.
უცნობია, რა გახდა გარდაცვალების მიზეზი. ამ დროისთვის გარდაცვლილი სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროშია გადასვენებული და ექსპერტიზა უტარდება.
გარდაცვლილი პედაგოგი გულისა გაბაიძეა. ახალშობილი რეანიმაციულ განყოფილებაში არის მოთავსებული.
ფაქტზე მიმდინარეობს მოკლვლევა.