
12 თებერვლიდან ყინვა გაძლიერდება - შესაძლოა მთაში -23 გრადუსიც დაფიქსირდეს
16:59:19     07-02-2023
გარემოს ეროვნული სააგენტოს ამინდის მოკლევადიანი პროგნოზების განყოფილების უფროსი დოდო გვაზავა აცხადებს, რომ შესაძლოა საქართველოს მაღალმთიან რაიონებში, ტემპერატურა -23 გრადუსამდე დაეცეს.
"12 თებერვლის ღამის საათებში ყინვები გაძლიერდება. დედაქალაქში დაახლოებით 2-დან 3 გრადუს ყინვამდეა მოსალოდნელი. რადგან ამხელა ამბავია ატეხილი -23 გრადუსზე, ვიტყვი, არ არის გამორიცხული, რომ იყოს 2.5 კილომეტრის ზედა ფენებში, სადაც უფრო მეტად დაუსახლებელი ტერიტორიებია,"- აცხადებს გარემოს ეროვნული სააგენტოს ამინდის მოკლევადიანი პროგნოზების განყოფილების უფროსი დოდო გვაზავა.