მოსამართლე გიორგი არევაძემ მიხეილ სააკაშვილს სასჯელი არ გადაუვადა
20:32:50     06-02-2023
მოსამართლე გიორგი არევაძემ მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გადავადების ან გათავისუფლების საქმეზე დაცვის მხარის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა და საქართველოს მესამე პრეზიდენტი პატიმრობაში დატოვა. ამის შესახებ მან რამდენიმე წუთის წინ დასკვნით სხდომაზე გამოაცხადა.
მანამდე საქალაქო სასამართლოში საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გადავადების ან გათავისუფლების საქმეზე სხდომა დასკვნითი სიტყვებით განახლდა, გადაწყვეტილება კი მან სწორედ მხარეების მოსმენის შემდეგ გამოაცხადა.