ვინ არის ქართველი ქალი, რომელიც თურქეთში მიწისძვრას ემსხვერპლა

  19:49:49     06-02-2023

თურქეთში მიწისძვრას სენაკელი 67 წლის ნანი ზარანდია ემსხვერპლა. ის ემიგრაციაში 12 წლის განმავლობაში იმყოფებოდა.

ოჯახის წევრებს ზარანდიას დაღუპვა იმ ოჯახმა შეატყობინა, სადაც ქალი მუშაობდა. მათი ინფორმაციით, მიწისძვრის შედეგად საცხოვრებელი კორპუსი ჩამოინგრა, ემიგრანტი ქალი კი ნანგრევებში მოჰყვა.

ცხედარი პროზექტურაშია დასვენებული. ოჯახის წევრების ინფორმაციით,  გადმოსვენებისთვის საჭირო პროცედურები დაწყებულია.