"კახექსიური მდგომარეობა იქამდეა მისული, რომ პოლიორგანული უკმარისობის დაწყებას გამოიწვევს" - ენდოკრინოლოგი სააკაშვილზე
15:25:25     30-01-2023
"პაციენტის მდგომარეობა დღეისთვის არის არა მძიმე, ან საშუალოდ მძიმე, არამედ უკიდურესად მძიმე", - ასე აფასებს ექიმი ენდოკრინოლოგი, ლალი ჯავაშვილი მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობას.
"დღეს პაციენტის წონა არის 69 კილოგრამი. განსხვავება [დაკავების დროს წონასთან] გახლავთ წონისა 45 კილოგრამი. პრაქტიკურად 30 პროცენტზე მეტი წონის კლების პროცესი ავტომატურად ითვალისწინებს კახესიას. ფაქტი არის სახეზე, ჩვენ ნამდვილად გვაქვს კახექსიური მდგომარეობა. არ ჭამს თუ ვერ ჭამს, მე სულ მიმაჩნდა რომ პაციენტი ვერ იკვებება, რადგან მას მთელი რიგი გარემოებები უშლის ამაში ხელს. მე ექიმი, როგორც ენდოკრინოლოგი და ნუტრიციოლოგი ასვე, მყარად განვაცხადებ და არაფრით ჩემს სიტყვებს უკან არ წავიღებ, რომ პაციენტი ვერ იკვებება. კახექსიური მდგომარეობა არის იქამდე მისული, რომელიც ალბათ რამდენიმე დღეში გამოწვევს პოლიორგანული უკმარისობის დაწყებას. თავისთავად ცხადია ამ ყველაფერს ჰქვია უკიდურესად მძიმე", - ამბობს ლალი ჯავაშვილი.