
"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის არჩევნებში ლევან ხაბეიშვილმა გაიმარჯვა
14:59:26     30-01-2023
"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის არჩევნებში ლევან ხაბეიშვილმა გაიმარჯვა. მან ხმების 52, 58% აიღო.
კანდიდატებს შორის ხმები ასე გადანაწილდა:
- ნონა მამულაშვილი - 3.73%;
- ნიკა მელია - 40%;
- გიორგი მუმლაძე - 3.68%
ხმის მიცემის პროცესი დღეს, 10:00 საათზე დასრულდა.
განცხადება პარტიაში ცოტა ხნის წინ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარემ, კობა ნაყოფიამ გააკეთა. მისი თქმით, რეგისტრირებულ ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 49 638 ადამიანი იყო, მათგან არჩევნებში მონაწილეობა 41 264-მა მიიღო.