„შენი ოცნების ავტომობილი“ - „ტოიოტა ცენტრი თეგეტაში“ ხატვის გლობალურ კონკურსში მონაწილეების რეგისტრაცია მიმდინარეობს

  17:14:10     26-01-2023

ბავშვების წარმოსახვით შექმნილი მომავლის ავტომობილები - სწორედ ამ თემატიკას ეთმობა „ტოიოტა მოტორ კორპორაციის“ ხატვის გლობალური კონკურსი, რომელსაც  საქართველოში ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელი „ტოიოტა ცენტრი თეგეტაც“ უერთდება.

კონკურსში მონაწილეობა საქართველოში მცხოვრებ ყველა ბავშვს შეუძლია, რომელთა ასაკი 15 წელს არ აღემატება. საკონკურსო ნამუშევარი და შევსებული სააპლიკაციო ფორმა მონაწილეებმა 10 თებერვლამდე  „ტოიოტა ცენტრი თეგეტაში“ უნდა წარადგინონ.

მონაწილეები 3 ასაკობრივ კატეგორიაში გაერთიანდებიან. კომპეტენტური ჟიური ადგილობრივ კონკურსში თითო კატეგორიაში 3 გამარჯვებულს გამოავლენს.

თეა მანჯავიძე, „ტოიოტა ცენტრი თეგეტას“ მარკეტინგის მენეჯერი: „ძალიან გვიხარია, რომ ამ კონკურსით შესაძლებლობა გვაქვს, ქართველი ბავშვების ნამუშევრები მსოფლიოს გავაცნოთ. ბავშვებს შეუძლიათ, თავიანთი ფანტაზიით დახატონ ოცნების ავტომობილი და გლობალური კონკურსის მონაწილეები გახდნენ. მსოფლიო ფინალში მოსახვედრად მონაწილეებმა ჯერ ადგილობრივ კონკურსში უნდა გაიმარჯვონ. კომპეტენტური ჟიური თითოეულ კატეგორიაში 3 ნამუშევარს შეარჩევს. „ტოიოტა ცენტრი თეგეტას“ მიერ შერჩეული 3 საუკეთესო ნამუშევარი კი მსოფლიო კონკურსზე წარდგება, რომელიც იაპონიაში გაიმართება“.

ჟიურის მიერ შერჩეული ნამუშევრები „ტოიოტა ცენტრი თეგეტას“ ვებგვერდზე განთავსდება, ხოლო მათ ავტორებს ცენტრისგან სპეციალური საჩუქრები გადაეცემათ. რაც შეეხება გლობალურ კონკურსს, გამარჯვებულებისთვის სხვადასხვა საპრიზო კატეგორიაა დაწესებული.

ტოიოტას „ოცნების ავტომობილის“ ხატვის კონკურსი წელს უკვე მე-16-დ ტარდება. ადგილობრივ კონკურსში გამარჯვებულები 2023 წლის მარტში გამოვლინდებიან, ხოლო მსოფლიო კონკურსის შედეგები Toyota Dream Car Art Contest-ის ოფიციალურ ვებგვერდზე 2023 წლის აგვისტოში გამოცხადდება.

ტოიოტას ხატვის გლობალურ კონკურსს, რომელშიც ყოველწლიურად მსოფლიოს 100-ამდე ქვეყანა მონაწილეობს, საქართველოც უკვე მეთექვსმეტე წელია ტრადიციულად უერთდება.

 

--

„თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილი კომპანია „ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ საქართველოს ბაზარზე 2014 წლიდან ოპერირებს. კომპანია მონობრენდულია და მისი მომსახურება მთლიანად ტოიოტას ბრენდის ავტომობილებზეა ფოკუსირებული. ამ ეტაპზე კომპანია მომხმარებელს სთავაზობს ტოიოტას უახლესი მოდელების ავტომობილებს, მაღალი ხარისხის ორიგინალ ავტოსათადარიგო ნაწილებს, აქსესუარებსა და მომსახურებას. სერვისი აღჭურვილია უახლესი ავტორიზებული პროგრამებითა და კვალიფიციური პერსონალით.