საგარეჯოში თავდამსხმელი იარაღებს, სავარაუდოდ, ნაქირავებ ავტოფარეხში ინახავდა?! საგარეჯოში თავდამსხმელი იარაღებს, სავარაუდოდ, ნაქირავებ ავტოფარეხში ინახავდა?! />


  15:50:42     20-01-2023

საგარეჯოში თავდამსხმელი იარაღებს, სავარაუდოდ, ნაქირავებ ავტოფარეხში ინახავდა?!

1674215585opii.jpg

"მთავარი არხის" ინფორმაციით, საგარეჯოში თავდამსხმელს ნაქირავები ჰქონდა ავტოფარეხი, სადაც სავარაუდოდ, იმ ცეცხლსასროლ იარაღებს იანახავდა, რომელიც გუშინ გამოიყენა. 

ამ წუთებში ამ ავტოფარეხში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარებს. 

კორპუსის აივნიდან ნასროლი ტყვები მოხვდა კორპუსთან მდგარ 10-მდე ავტომანქანას, ასევე დაზიანებულია რამდენიმე ბინა.

ცნობისთვის, 20 იანვარს ღამით საგარეჯოში, შეიარაღებულმა პირმა, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის აივნიდან მოქალაქეებს ავტომატით ცეცხლი გაუხსნა. მოკლულია 5 ადამიანი და დაჭრილია 4. თავად თავდამსხმელმა თავი მოიკლა. 


ავტორი: presa.ge