ვინა არიან საგარეჯოში, ყოფილი სამხედროს მიერ მოკლული ადამიანები
14:52:54     20-01-2023
საგარეჯოში, თავდასხმის შედეგად მოკლული მოქალაქეები ნოდარ რჩეულიშვილი, ზაზა ჩიხლაძე, ზაქარია მათიაშვილი და დავით ნასრაძე არიან. შეიარაღებულ თავდასხმას ასევე ემსხვერპლა პოლიციის უფროსი ლეიტენანტი, ოთარ ღვინაშვილი.
თავი მოიკლა თავად თავდამსხმელმა ნოდარ ათუაშვილმა.
შეგახსენებთ რომ დღეს, 20 იანვარს, დილით ათუაშვილმა მაღალსართულიანი საცხოვრებელი სახლის საკუთარი ბინიდან უმისამართო სროლა ატეხა, დაჭრილია კიდევ 4 პიროვნება.