ხვიჩა კვარაცხელიას მამას დედის გარდაცვალების შესახებ მოატყუეს – ეს მაშინ მოხდა, როცა ის შვილს "იუვენტუსთან" თამაშისას გულშემატკივრობდა

  16:40:31     16-01-2023

ტელეკომპანია “იმედზე” გადაცემა “იმედის დღეში” ტელეწამყვანმა ნიკოლოზ წულიკიძემ ნეაპოლში მოგზაურობის შესახებ ისაუბრა და ერთ-ერთი ადამიანის საშინელი საქციელის შესახებ მოჰყვა.

„ურთულესი სოციალური პრობლემების, გაჭირვების მიუხედავად, კვარაცხელიების ოჯახმა იმდენი იშრომა, რომ ხვიჩა ასეთ დონემდე მოსულიყო და ასეთი ბედნიერება მიენიჭებინა მთელი ერისთვის.

რა განცდა იყო ფეხბურთის გულშემატკივრობა სრულიად დავიწყებული გვქონდა, მათ შორის, ჩემშიც, ეს გრძნობა მიძინებული იყო, თუმცა მისი თამაშის დღეს საოცარი ემოცია მქონდა.

ამ დროს კი ვიღაც “კლავიატურის ვირთხას” უჩნდება განცდა და ასეთი უმსგავსობები წერო მის შესახებ.

ასეთი ბედნიერი დღის (“ნაპოლისა” და “იუვენტუსის” თამაშის შემდეგ) ოჯახმა დაგვპატიჟა სადილად, წარმოიდგინეთ, როგორი გახარებულები იყვნენ მისი დედა და მამა, ყველა ხვიჩას ეფერება… უცბად კი ურეკავენ ხვიჩას მამას და ეუბნებიან, დედაშენი გარდაიცვალაო. წარმოიდგინე რა ემოცია გაქვს, როცა იცი, რომ დედა შეუძლოდაა, დატოვებულია საქართველოში, ჩაგშხამდა ყველაფერი… დაახლოებით 20 წუთში ირკვევა, რომ ეს ყველაფერი ტყუილი და ყალბი ინფორმაციაა.

რატომ უნდა მოგინდეს ადამიანს, რომ შენი ქვეყნის ასეთ ელჩს, რომელმაც იტალიაში დამოკიდებულება შეცვალა ქართველების მიმართ… იმ მომენტში, ხვიჩას მშობლებს ყველაფრის ხალისი გაუქრათ“,- ამბობს წულუკიძე.