"პირველი თვითონ იყო, ვინც ეჭვი მიიტანა, რომ მოწამვლაა" – გიული ალასანია მიხეილ სააკაშვილზე
15:20:34     19-12-2022
საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მოწამვლაზე გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით საუბრისას გიული ალასანია აცხადებს, რომ სააკაშვილი იყო პირველი, ვინც ეჭვი მიიტანა იმაზე, რომ მოწამლეს:
"ახალი წელი მოვიდა უკვე, რა ვქნათ რას ველოდებით, მომავალ ახალ წელს?! ჩართავენ, თუ არ ჩართავენ, პროცესი უნდა ჩატარდეს რაც შეიძლება სწრაფად და უნდა დასრულდეს ან ასე ან ისე. პირველი თვითონ იყო, ვინც ეჭვი მიიტანა მაგ საქმეზე, თქვა რომ ნამდვილად მოწამვლაა, რატომ მაქვს ეს, რატომ მაქვს ის. დილით როგორც წესი [სიცხე]აქვს შედარებით დაბალი, 37-ზე მეტი, მერე აიწევს ხოლმე საღამოსკენ და ეს ყოველ დღე ერთი და იგივე მეორდება. მე მაქვს იმედი, რომ რაღაც უნდა მოხდეს. მე არ მქონია [მცდელობა სალომე ზურაბიშვილისთვის ინფორმაციის მიწოდების], მაგრამ მიწოდებულია ეს ინფორმაცია", - თქვა გიული ალასანიამ.