თავისუფლების მოედანზე, ნაძვის ხესთან აიღეს ჯებირები, რომლებზეც უკრაინაში დაღუპული მებრძოლების ფოტოები იყო

  12:46:23     09-12-2022

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ საახალწლო სლოგანი დაადგინა და ეს არის „მშვიდობის ქალაქი“.

აღნიშნულს უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე და საქართველოს ხელისუფლების არასწორი პოზიციის გამო, დიდი პროტესტი მოჰყვა. ეს კი მეტად გაამწვავა იმ ფაქტმა, რომ რამდენიმე დღის წინ უკრაინაში 5 ქართველი მებრძოლი დაიღუპა.

ამ ყოველივეს გასაპროტესტებლად, თავისუფლების მოედანზე განათებულ წმინდა გიორგის ქანდაკებასთან მოქალაქეებმა დაღუპული 34 ქართველი მებრძოლის ფოტოები და ყვავილები მიიტანეს.