"რომელიმე ჩვენგანზე მეტი გაქვთ გაკეთებული, ჩვენთვის მოქალაქეობის ჩამორთმევას რომ განიხილავთ?" - უკრაინაში მებრძოლი ქართველიb საქართველოს ხელისუფლებას
12:31:23     09-12-2022
"ქართული ოცნების" წევრების მხრიდან აქტიურად კეთდება განცხადებები იმის შესახებ, რომ საქართველოს მოქალაქე თუ სხვა ქვეყნის ჯარში დაიწყებს მსახურებას, ეს მოქალაქეობის ჩამორთმევის მიზეზი ხდება.
აღნიშნულს უკრეაინაში მებრძოლი ერთ–ერთი ქართველი გამოეხმაურა:
"მამუკა მდინარაძე, რა საქართველოს მოქალაქეობის ჩამორთმევას განიხილავ გმირ ბიჭებზე? იმ მებრძოლებზე, რომლებიც დღეს უკრაინაში არიან და მათი 99% საქართველოს ყველა ომის მონაწილე არიან. დავიჯერო თქვენ მათზე მეტი გაქვთ გაკეთებული, ან რომელიმე ჩვენგანზე მეტი გაქვთ გაკეთებული.რომ ჩვენთვის მოქალაქეობის ჩამორთმევას განიხილავთ? პირდაპირ, ღიად გამოდით და თქვით, ხომ მხარს უჭერთ და ხართ რუსეთის მორჩილები. თორემ რა გინდათ, რას გადაეკიდეთ ამ ხალხს? ზოგი სიცოცხლეს სწირავს და ზოგი ნახევარ ჯანმრთელობას ტოვებს იქ"