რა არ უნდა გააკეთოთ 8 დეკემბერს 08:08 საათზე – ასტროლოგების გაფრთხილება
16:01:45     07-12-2022
2022 წლის 8 დეკემბერს სავსე მთვარეა.
ასტროლოგები ასახელებენ 10 მნიშვნელოვან ქცევას, რომელთა განხორციელებაც სავსე მთვარის დღეს არ შეიძლება:
ურთიერთობების გარკვევა
მიუხედავად იმისა, რომ ადამიანები სავსემთვარეობის დროს გაზრდილ ენერგიასა და მოტივაციას გრძნობენ, ამ დღეს კონფლიქტების რისკი განსაკუთრებით მაღალია. ამიტომაც, ჯობს, თუ ურთიერთობების გარკვევას, პარტნიორთან დალაპარაკებას გეგმავთ, მომდევნო დღეებისთვის გადადოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, თქვენი მცდელობა წარუმატებლად დასრულდეს.
მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება
ასტროლოგების თქმით, სავსემთვარეობის დროს სერიოზული საქმის დაწყება და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება არ შეიძლება. მეტიც, სპეციალისტები ამბობენ, რომ სავსე მთვარის დღეს გაფორმებული საქორწინო წინადადებები თუ სხვა საქმეები ხანმოკლე და წარუმატებელია.
ჯანმრთელობის რისკის ქვეშ დაყენება
ხშირად აღნიშნავენ, რომ მთვარის ფაზები ადამიანების კეთილდღეობასა და ჯანმრთელობაზე განსაკუთრებულ გავლენას ახდენენ. სავსემთვარეობის დროს ჯობს, არ დაგეგმოთ სერიოზული ოპერაციები და სხვადასხვა ჩარევა. განსაკუთრებით მოერიდეთ ალკოჰოლსა და მავნე ნივთიერებებს.
თმის შეჭრა, შეღებვა
სილამაზის სალონები მთვარის კალენდარს ხშირად იყენებენ და მთავარ რეკომენდაციებს იცავენ. ასტროლოგების თქმით, სავსე მთვარის დღეს ჯობს, სტილისტთან ვიზიტისგან თავი შეიკავოთ, არ შეიჭრათ თმა, არ შეიღებოთ და არც სხვა ტიპის პროცედურა ჩაიტაროთ. ხალხური სიბრძნის თანახმად, ამ დღეს თმის მოწესრიგების პარალელურად, ადამიანის გონებაში ნეგატიური აზრები და ემოციები დაისადგურებს.
კოსმეტოლოგთან ვიზიტი
თუ შესაძლებლობა გაქვთ, კოსმეტოლოგთან ვიზიტი შემდეგი დღეებისთვის გადადეთ, რადგანაც სავსემთვარეობის დროს მომატებული მგრძნობელობაა და შესაძლოა, ნებისმიერი ჩარევა წარუმატებელი აღმოჩნდეს, გაგიჩნდეთ გამონაყარი თუ სხვა დაზიანება.
სახლის საფუძვლიანად დასუფთავება
სავსე მთვარის დროს ითვლება, რომ ყველაფერი არაორგანიზებული და ქაოტურია. ამიტომაც, ამ დღეს დრო მშვიდად ყოფნას დაუთმეთ და აკეთეთ ის, რაც ყველაზე მეტად გაბედნიერებთ.
ფულის სესხება
სავსემთვარეობის დროს ფულის სესხება, გასესხება, ნებისმიერი ფინანსური ტრანზაქცია, შესყიდვები წარუმატებელია და მომავალში მოგებას არ მოგიტანთ.
მცენარეების დარგვა
მრავალსაუკუნოვანი გამოცდილების თანახმად, ასტროლოგები ამბობენ, რომ მცენარეების დარგვა სავსე მთვარის დროს რეკომენდებული არ არის. ამისთვის შესანიშნავი პერიოდი მზარდი მთვარეა.
სამოგზაუროდ წასვლა
ასტროლოგები გირჩევენ, რომ სავსე მთვარის დროს შორ მანძილზე მოგზაურობა, ტრანსპორტით გადაადგილება არ დაგეგმოთ. მათივე თქმით, ამ დღეს გზებზე მოძრაობები შეფერხებულია და უფრო ხშირად ხდება ავარიები, ვიდრე სხვა დღეებში.
ამ დღეს, 08:08 წუთზე სავსემთავრეობსი პიკია. დაწერეთ თეთრ ფურცელზე შავი კალამით, ზუსტად ამ დროისთვის ყველა უარყოფითი მოვლენის შესახებ რაც თქვენს ცხოვრებაში იყო, შიშები, ვალები, ავადმყოფობა. გაიტანეთ გარეთ, ფურცელი დაწვით და ფერფლი გაატანეთ ქარს.