"გრიპის შემთხვევები იზრდება, პიკი ჯერ კიდევ წინაა" – ივანე ჩხაიძე მოსახლეობას აფრთხილებს "გრიპის შემთხვევები იზრდება, პიკი ჯერ კიდევ წინაა" – ივანე ჩხაიძე მოსახლეობას აფრთხილებს /> "/> " />


  15:57:55     07-12-2022

"გრიპის შემთხვევები იზრდება, პიკი ჯერ კიდევ წინაა" – ივანე ჩხაიძე მოსახლეობას აფრთხილებს

1670414397j1b0cukh6f831y7.jpg

ქვეყანაში სეზონური გრიპით ინფიცირებულთა რიცხვი დღითიდღე იზრდება. საუბარია A ტიპის H3N2-ზე, ეგრეთწოდებულ ჰონგკონგის ვირუსზე, რომელიც დღეს დომინანტური გახდა. 

სპეციალისტები მოსახლეობას პირბადეების ტარებისა და ვაქცინაციისკენ მოუწოდებენ, რადგან პიკი ჯერ კიდევ წინაა:

"საქართველოში რესპირაციული ინფექციების სეზონი იწყება ნოემბრიდან და გრძელდება მარტის ბოლომდე. პიკი დეკემბერ-იანვრის თვეშია, უხშირესად.

ჩვენ არსენალში გვაქვს როგორც ანტივირუსული პრეპარატი, ისე - პრევენციული ვაქცინა, რაც საქართველოში წელს 200 ათასი დოზა იყო შემოტანილი. პირველ რიგში, ეს [ვაქცინა] არის განკუთვნილი რისკის ჯგუფებისთვის, ეს არის 65 წელს გადაცილებული მოსახლეობა და განსაკუთრებით - ორსულები," - ამბობს იაშვილის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი ივანე ჩხაიძე.


ავტორი: presa.ge