ტაილანდში, ბუდისტური ტაძარი ბერების გარეშე დარჩა, რადგან მათ ნარკო–ტესტი ვერ გაიარეს – ისინი სარეაბილიტაციო ცენტრში გაგზავნეს

  12:06:12     01-12-2022

ტაილანდში მდებარე ერთ–ერთი ბუდისტური ტაძარი ბერების გარეშე დარჩა, ამის მიზეზი კი გახდა ის, რომ მათ ნარკოტესტი ვერ გაიარეს და შედეგად, ისინი რეაბილიტაციისთვის შესაბამის ცენტრში გაგზავნეს. 

BBC–ის ცნობით, ნარკოლოგიური ტესტის შედეგად გამოვლინდა, რომ ოთხ ბერს, მათ შორის წინამძღვარს, მეტამფეტამინი ჰქონდა მიღებული.