მიხეილ სააკაშვილს რამდენიმე ოპერაცია ესაჭიროება

  12:01:58     01-12-2022

ცენტრ "ემპათიას" დირექტორმა, მარიამ ჯიშკარიანმა დღეს გამართულ ბრიფინგზე, სადაც საზოგადოებას მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე მომზადებული დასკვნა გააცნო:

"ჩვენი საერთაშორისო კოლეგების, პროფესორი კობის განმარტებით, მას [მიხეილ სააკაშვილს] ესაჭიროება რამდენიმე ქირურგიული ოპერაცია, ვინაიდან საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის მხრივ მდგომარეობა არის მძიმე და სავალალო, ეს დავთვალეთ, დაახლოებით 4 ოპერაციაზეა საუბარი",- ამბობს ჯიშკარიანი.