"მოსალოდნელია სააკაშვილის გარდაცვალება" - მარიამ ჯიშკარიანი

  15:42:39     30-11-2022

ცენტრ "ემპათიას" ხელმძღვანელი უკრაინის საელჩოში მიხეილ სააკაშვილის საკითხთან დაკავშირებით დაიბარეს. ჯიშკარიანი აცხადებს, რომ მესამე პრეზიდენტთან მიმართებით ზომები უსწრაფესად უნდა იქნეს მიღებული, წინააღმდეგ შემთხვევაში მოსალოდნელია პაციენტის გარდაცვალება:

"ჩვენ შევხვდებით ალბათ წარმომადგენლებს ან ელჩს, ვერ გეტყვით ზუსტად. ჩვენ გავაცნობთ ინფორმაციას. დასკვნა ამჟამად არის მხოლოდ ქართულ ენაზე. ის ინგლისურ ენაზე იქნება ძლაიან მალე. ნებიმისმიერ შემთხვევაში, დასკვნა ხელმისაწვდომი იქნება  მხოლოდ  პაცინეტის თანხმობით ნებისმიერი სხვა პირისათვის. დასკვნა ხვალ შედის სასამართლოში. ჩვენ გავაცნობთ ჩვენი დასკვნის მიგნებებს, თუმცა არ მგონია, რომ ახალი იყოს. ჩვენ ძალიან დიდი ხანია ვსაუბრობთ, რომ მისი მდგომარეობა არის მძიმე და მძიმდება კიდევ უფრო და ეს არის ერთწლიანი არაადექვატური სამედიცინო მომსახურების და არაადამიანური მოპყრობის შედეგი, რის მოწმეც ჩვენ ვართ ახლა. თუ არ იქნება მიღებული ადექვატური ზომები სწრაფად, მოსალოდნელია პაციენტის გარდაცვალება, - თქვა ჯიშკარიანმა.