ცეცხლისმფრქვეველი "ბურატინო"

  19:07:31     29-08-2011

ამ შეიარაღებას რუსები აქტიურ რეკლამას უკეთებენ და ამტკიცებენ რომ მის ერთ ზალპს 3 კმ-ის რადიუსში ნებისმიერი ცოცხალი არსების განადგურება შეუძლია. ადამიანის უფლებების დამცველებმა ამ შეიაღებას არაჰუმანური უწოდეს. რადგან იქ სადაც მისი რაკეტები ეცემა, ნანგრევებისა და ფერფლის გარდა არაფერი რჩება.

1980-იანი წლებისთვის, საბჭოთა მეიარაღეებმა თერმობარული და მოცულობით-დეტონირებადი მუხტების შექმნაში წინ მნიშვნელოვნად წაიწიეს. სადემონსტრაციო სროლებზე ამგვარი იარაღის გამოყენებამ, სამხედროებზე უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა. თერმობარული ეფექტის წყალობით შედარებით მცირე მასის მუხტს 2-3 სართულიანი შენობის ქცევა ნანგრევებად წამებში შეეძლო. აღფრთოვანებულმა სამხედროებმა პრაქტიკულად ჯარების ყველა სახეობისთვის მსგავსი იარაღის შექმნა მოითხოვეს. ქვეითებისთვის ხელის ცეცხლსატყორცნები "შმელი" შეიქმნა. მთავარი საარტილერიო სამმართველოს მითითებით, ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემებისთვის თერმობარულქობინიანი რაკეტების შექმნა დაიწყო. სამხედრო-საჰაერო ძალებმა მოცულობით-დეტონირებად ბომბზე დაიწყეს მუშაობა. საინჟინრო და ქიმიური დაცვის ჯარებმა კი მძიმე ცეცხლმტყორცნელ სისტემაზე შეაჩერეს არჩევანი.

გარეგნულად სისტემა ТОС რუსულ ტანკს Т-72-ს წააგავს. მისი შასი ძრავა და ტრანსმისია უცვლელად არის გამოყენებული. მაგრამ კოშკურის ნაცვლად მასზე 220 მმ-ის კალიბრის, 30 მიმმართველიანი პაკეტია დამონტაჟებული. ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემებისგან განსხვავებით, ТОС-ის რაკეტის შემთხვევაში მოცულობის უმეტეს ადგილს საბრძოლო ქობინი იკავებს. რადგან დიდ მანძილებზე სროლა არ არის საჭირო. მინიმალური სროლის მანძილი 600 მ-ია. მაქსიმალური კი 3600 მ (ახალი რაკეტების გამოყენების შემთხვევაში - 6000 მ)

სამიზნის კოორდინატების მიღების შემდეგ, ეკიპაჟი ლაზერული მანძილმზომისა და ბალისტიკური გამომთვლელის წყალობით სროლის სიბურჯღლეს საზღვრავს. სროლის წარმოება როგორც თითო რაკეტის, ასევე რაკეტების წყვილი გასროლით და ზალპით შეიძლება. ამ შემთხვევაში 30 რაკეტის გასროლას 7,5 წამი სჭირდება. რის შემდეგაც დანადგარი პოზიციას იცვლის ან ზურგში გამშვები პაკეტის დასატენად ბრუნდება.

თერმობარული მუხტის მოქმედება ფიზიკის კანონებზეა დაფუძნებული. თანამედროვე მუხტებში სითხეებისა და მსუბუქი მეტალების (მაგალითად მაგნიუმის ფხვნილი) ნაზავი გამოიყენება. იმისთვის რომ ამ ნივთიერებების ნაზავი ერთგვაროვანი იყოს, ჭურვის ფრენის მომენტში მათი შერევა ხდება. თერმობარული ეფექტის მისაღწევად მნიშვნელოვანია, რომ მცირე მუხტის აფეთქებისას, რომელიც რაკეტის კორპუსს ამსხვრევს, ორი ნივთიერების შერევისას ღრუბელი წარმოქმნას. მისი დეტონაცია უკვე შემდგომ ხდება. ამ შემთხვევაში აფეთქების ტალღის გავრცელების სიჩქარე შეიძლება 7000-9000 მ/წმ-ს აღწევდეს.

რადგან ღრუბელი ნაერთისა და ჰაერისგან შესდგება, აფეთქების შემთხვევაში ჟანგბადი მასთან რეაქციაში შედის. ეს ყველაფერი იმდენად სწრაფად ხდება რომ წნევა ვერცხლისწყლის სვეტის 160 მმ-მდე ეცემა. და თუ ადამიანი აფეთქების შემდეგ მაინც გადარჩა. წნევის მკვეთრი ვარდნა გარანტირებულ სიკვდილს იძლევა - ადამიანს ფილტვები უსკდება.

დიდ ხნის განმავლობაში სისტემა ТОС, რომელასც "ბურატინო" შეარქვეს, გასაიდუმლოებული იყო. მაგრამ 2000 წლის მარტში მთელი მსოფლიო შემოიარა სატელევიზიო კადრებმა სადაც ნაჩვენები იყო "ბურატინოს" მუშაობა ჩეჩნეთში. მანამდე კი კომპლესმა გამოცდა ავღანთში გაიარა. ორი დანადგარი ოპერაცია "ტაიფუნის" მსვლელობისას გამოყენებოდა. ტაქტიკა ზალპის შემდეგ პოზოციის სწრაფ შესცვლას ითვალისწინებდა. სიფრთხილის მიზნით კი კონკრეტული პოზოციის გამოყენება მხოლოდ ერთხელ ხდებოდა. მთებში სადაც დარტყმის ტალღა კლდეებისგან არაერთხელ აირეკლება, თერმობარული ჭურვები გაცილებით დიდ ეფექტს იძლეოდა.

თავისი უდაო პლუსების მუხედავად, "ბურატინოს" უარყოფითი მხარეებიც გააჩნია. დიდი გაბარიტები და დაჯავშნის მიზერული დონე, მის ადვილ განადგურების საშუალებას იძლევა. გამშვებ პაკეტში მოხვედრილ თუნდაც ერთ ტყვიას ოცდაათივე რაკეტის დეტონაციის გამოწვევა შეუძლია. ამიტომაც იყო, რომ ჩეჩნეთის ომში "ბურატინოებს" ტანკები იცავდნენ. 2 ცალი წინ მიდიოდა. კიდევ ერთი წყვილი დანადგარს გვერდებიდან იცავდა. ზალპის შემდეგ კი დანადგარი უმალევე იცვლიდა პოზიციას.

დღეისთვის რუსეთის არმიაში არსებული "ბურატინოების" ზუსტი რაოდენობა უცნობია. მაგრამ ნაკლებსავარაუდოა, რომ მათი რაოდენობა 25-30 ერთეულს აღემატებოდეს. ყველაფერის მიუხედავად, ჯერ-ჯერობით მსოფლიო ბაზარზე ამგვარი იარაღი პოპულარული არ არის. სისტემა უპირველეს ყოვლისა ლოკალურ კონფლიქტებში და ანტიტერორისტული ოპერაციებისას გამოიყენება. მაგრამ ამ შემთხვევაშიც კი სროლის სიზუსტით ის არ გამოირჩევა. მცირე ოპერაციებისას საჭიროა "ქირურგიული იარაღები" და არა უდიდესი დამანგრეველი ძალის მქონე "ბურატინო". რაც მინიმუმამდე შეამცირებს მსხვერპლს სამოქალაქო პირებს შორის.

ფართომასშტაბიანი საბრძოლო მოქმედებებისას კი ბუროტინო თითქმის 100 %-ით თმობს პოზიციებს ზალპური ცეცხლის რეაქტიულ არტილერიასთან. მაგალითად რუსული "სმერჩის" შემთხვევაში, ამ უკანასკნელს სულ რაღაც 38 წმ-ის განმავლობაში მაქსიმალური 90 კმ-ის დისტანციაზე 12 ცალი 300 მმ-იანი რაკეტის გასროლა შეუძლია. თითოში 100 კგ-იანი თერმობარული მუხტია.

2001 წელს შექმნილი იყო "ბურატინოს" მოდიფიკაცია ТОС-1A. მისი დანიშნულება ბრძოლის ველზე ქვეითებისა და ჯავშანსატანკო შენაერთების მხარდაჭერაა. საბაზო ვარიანტისგან განსხვავებით მის საბრძოლო პაკეტში, ოცდაათის ნაცვლად, 24 მიმმართველია.