"სიცოცხლის შენარჩუნებაზეა ლაპარაკი" - მეუფე ნიკოლოზმა მიხეილ სააკაშვილი მოინახულა
17:25:22     29-11-2022
"ბოლო რამდენიმე შესვლაზე მე დაახლოებით თვეში ორჯერ შევდიოდი მის მოსანახულებლად. უფრო და უფრო სუსტად არის, ესე მეჩვენება ყოველ შემთხვევაში მე", - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზმა ისაუბრა, რომელმაც ვივა მედში მიხეილ სააკაშვილი მოინახულა.
"დაახლოებით ორი თვის წინ, ჯერ კიდევ ფეხზე იდგა და ჩვეულებრივად მხვდებოდა, ახლა წევს და ადგომაც, რა ვიცი, ალბათ შეუძლია? არ ვიცი, ვერ დადის. ყოველ შემთხვევაში სეირნობა გამორიცხულია, კორიდორებში მაინც სეირნობდა ადრე და ახლა ესეც არ შეუძლია. მძიმე მდგომარეობაა საკმაოდ, ეს ჩემი შეუიარაღებელი თვალით. არ ვიცი ეს გადაწყვეტილება როგორ და ვის მიერ და სად ხდება გადაწყვეტილების მიღება, ამიტომ მე შემიძლია გითხრათ, რომ მე რაც შემიძლია ვლოცულობ იმისათვის, რომ მას სიცოცხლე შეუნარჩუნდეს, მეც ესე მგონია, რომ სიცოცხლის შენარჩუნებაზე არის ლაპარაკი", - ამბობს მეუფე ნიკოლოზი.