"ძალიან გთხოვთ, ერთადერთი შვილი გადმომაყვანინეთ" - თურქეთის კლინიკაში გარდაცვლილი მოზარდის ცხედარს ოჯახს, დავალიანების გამო, არ ატანენ

  12:34:22     17-11-2022

15 წლის მარიამ გოგიაშვილი თურქეთის კლინიკაში ორი თვის მანძილზე ლეიკემიას ებრძოდა. ის სტამბოლის ერთ–ერთ კლინიკაში 4 დღის წინ გარდაიცვალა. 

გარდაცვლილის ოჯახი ცხედრის გადმოსვენებას ვერ ახერხებს, რადგან სამედიცინო დაწესებულება ოჯახისთვის ცხედრის მიცემაზე არსებული დავალიანების გამო აცხადებს უარს. 

დავალიანება 44 ათას ამერიკულ დოლარს შეადგენს. 

გოგიაშვილების ოჯახი დახმარებას საქართველოს ხელისუფლებას სთხოვს.