2023 წელს ორსულობის დადგენა ნერწყვის საშუალებით იქნება შესაძლებელი
13:59:14     14-11-2022
2023 წლიდან ქალებს ექნებათ საშუალება ორსულობა ნერწყვის საშალებით დაადგინონ.
ნერწყვზე დაფუძნებული შესაბამისი ტესტები ებრაულმა კომპანიამ შექმნა.
არსებული ინფორმაციით, აღნიშნული მეთოდით პასუხის მიღება 10 წუთში იქნება შესაძლებელი.
როგორც მწარმოებლები ირწმუნებიან, ტესტი პასუხს მოგცემთ ციკლის გადაცდენიდან ერთ დღეშიც. ის გაყიდვაში 2023 წლიდან ჩაეშვება.