ლავროვი საავადმყოფოში მოათავსეს
13:44:19     14-11-2022
Associated Press-ის ცნობით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი საავადმყოფოში გადაიყვანეს მას შემდეგ, რაც ინდონეზიაში, ბალიში ჩაფრინდა.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ბალიში G20–ის შეხვედრას უნდა დაესწროს.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ლავროვი გულთან დაკავშირებული პრობლემების გამო მოათავსეს სამედიცინო დაწესებულებაში და მას შესაბამისი მკურნალობა ჩაუტარდა.