სექსუალური ხასიათის ქმედება არასრულწლოვნის მიმართ – საბერძნეთში 73 წლის ქართველი კაცი დააკავეს

  12:39:59     11-11-2022

საბერძნეთის პროკურატურამ 73 წლის ქართველ კაცს არასრულწლოვნის მიმართ განხორციელებულ სექსუალურ ქმედებასა და იარაღის უკანონო ტარების გამო, ბრალი წარუდგინა. 

ადგილობრივი მედიის ცნობით, ასაკოვანი კაცი დრამის მუნიციპალური ბაღის მიმდებარედ არასრულწლოვანს თავს დაესხა. 

"კუპატაძე დილარის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა იმის დასადგენად, განახორციელა თუ არა 73 წლის ქართველმა სექსუალური ძალადობა სხვა არასრულწლოვანებზე. პოლიცია სთხოვს ნებისმიერს, ვინც რაიმე იცის მის შესახებ, დაუკავშირდეს მათ ინფორმაციისთვის."- წერს ბერძნული მედია.