ჟერარ პიკე ფეხბურთის მატჩის ხანგრძლივობის შემცირების იდეით გამოდის – „90 წუთი ბევრია“ ჟერარ პიკე ფეხბურთის მატჩის ხანგრძლივობის შემცირების იდეით გამოდის – „90 წუთი ბევრია“ />


  21:12:59     10-11-2022

ჟერარ პიკე ფეხბურთის მატჩის ხანგრძლივობის შემცირების იდეით გამოდის – „90 წუთი ბევრია“

16681004621667545724_1503100056b676b6ecf878031985b09d5ebbc0be-ndm5mdzjytdkmq_1.jpg

„ბარსელონას“ ფეხბურთელმა ჟერარ პიკემ საფეხბურთო კარიერა რამდენიმე დღის წინ დაასრულა. მან ერთ–ერთ სააგენტოსთან ინტერვიუში ფეხბურთის მომავალზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ბევი ცვლილებაა განსახორციელებელი:

„უნდა ვეცადოთ წესების ცვლილებას, რომელიც მრავალი წელია არსებობს და ბევრი უკვე მოძველებულია. მესმის, რომ რთულია, მაგრამ ეს უკვე სპორტის ყველა სახეობაში ხდება. უნდა ვიპოვოთ ყურადღების მიქცევის გზა.

ვფიქრობ, 90 წუთი სათამაშოდ დიდი დროა. უნდა ვეძებოთ წესები, რომლებიც უფრო საინტერესო იქნება. ისეთი განცდა მაქვს, რომ დღეს ფეხბურთი, როგორც პროდუქტი, მოძველებულია.“ - განაცხადა მან.


ავტორი: presa.ge