"მწოლიარეა, ფერი აქვს დაკარგული, ძალიან გამხდარია" – მეუფე ნიკოლოზმა მიხეილ სააკაშვილი მოინახულა "მწოლიარეა, ფერი აქვს დაკარგული, ძალიან გამხდარია" – მეუფე ნიკოლოზმა მიხეილ სააკაშვილი მოინახულა /> "/> " />


  20:34:45     10-11-2022

"მწოლიარეა, ფერი აქვს დაკარგული, ძალიან გამხდარია" – მეუფე ნიკოლოზმა მიხეილ სააკაშვილი მოინახულა

1668098191mii2jx76fhztrcb.jpg

მიხეილ სააკაშვილი ცოტა ხნის წინ მოინახულა მეუფე ნიკოლოზმა, ვისი თქმითაც, მესამე პრეზიდენტი თავს ძალიან სუსტად გრძნობს, არის უკიდურესად გამხდარი და ფეხზე ადგომას ვერ ახერხებს. კლინიკა "ვივამედში" ცოტა ხნის წინ მივიდა გიული ალასანიაც.

დაახლოებით ორ კვირაში ერთხელ მივდივარ ხოლმე მოსანახულებლად და ბოლო სამი შეხვედრისას დამხვდა ლოგინში, მწოლიარე, ვერ დგებოდა, რამაც ძალიან შემაშფოთა, ფაქტს გეუბნებით, ლოგინშია, ფერი აქვს დაკარგული ძალიან და როდესაც მე პირველად მოვინაულე, საერთოდ რომ ჩამოვიდა საქართველოში, იმასთან შედარებით, ალბათ არ გადავაჭარბებ, სიგანეში არის ნახევარი. გამხდარია ძალიან. ძალიან სუსტადაა... თუ არსებობს ამისი რესურსი, ჩემი აზრით, აუცილებელია მისი უცხოეთში გამგზავრება დიაგნოზის დასასმელად და სამკურნალოდ, - ამბობს მეუფე ნიკოლოზი.


ავტორი: presa.ge