კვერცხში შემწვარი ყვავილოვანი კომბოსტო
13:52:30     29-08-2011
მასალა:
ყვავილოვანი კომბოსტო - 500 გრამი
კვერცხი - 2-3 ცალი
მცენარეული ზეთი - 50-70 გრამი
მარილი
სუნელი გემოვნებით
ორცხობილა გემოვნებით
მომზადების წესი:
გავრეცხოთ ყავავილოვანი კომბოსტო, დავწუროთ და პატარა ნაჭრებად დავყოთ. ჩავყაროთ მარილიან წყალში და ვხარშოთ მომზადებამდე. გადმოვყაროთ საწურზე. ახალ ჯმში გავტეხოთ კვერცხი და დავუმატოთ მარილი სუნელებთან ერთად. კომბოსტოს თითოეული მოხარშული ნაწილი ამოვავლოთ კვერცხში, შემდეგ ორცხობილაში და მოვათავსოთ წინასწარ გაცხელებულ, მცენარეულ ზეთმოსხულ ჭურჭელზე და შევწვათ მანამდე, სანამ ოქროსფერს არ მიიღებს.