
ევროპარლამენტი საქართველოს ხელისუფლებას მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს
12:34:30     09-11-2022
ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტზე ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების ხელშეკრულების შესრულების შესახებ რეზოლუცია მიიღეს. ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტზე ასევე მიღებულია ცვლილება, სადაც წერია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გაათავისუფლოს მიხეილ სააკაშვილი.
შესწორებების ახალ ვერსიაში საუბარია, რომ – "საქართველოს ხელისუფლებამ გაათავისუფლოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და მისცეს მას უფლება, გაიაროს სათანადო სამედიცინო მკურნალობა საზღვარგარეთ ჰუმანიტარული ნიშნით და როგორც პოლიტიკური პოლარიზაციის შემცირების საშუალება; მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, შეწყვიტოს პოლიტიკურად მოტივირებული სისხლის სამართლის საქმეები და განიხილოს მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეები მედიის მუშაკებისა და ხელისუფლების მიმართ კრიტიკული მედია საშუალებების მფლობელების ან ახლო ოჯახის წევრების წინააღმდეგ"