არომატული კარტოფილი

  13:51:52     29-08-2011

მასალა:

კარტოფილი - 0.5 კგ.

სხვადასხვაგვარი მაგარი ყველი - 300 გრამი

რძე - 400 მლ.

კვერცხი -1 ცალი

მარილი

წიწაკა

ნიორი - 6 კბილი

კარაქი - 50 გრამი

მომზადების წესი:

გაცხელებულ სიბრტყეზე წავუსვათ კარაქი, რომელიც დაჭყლეტილ ნიორთან იქნება არეული. გავფრცქვნათ კარტოფილი. დავჭრათ მრგვალ ნაჭრებად, სისქით 3-4 მმ და დავალაგოთ კარაქწასმულ სიბრტყეზე. რძე და კვერცხი ავურიოთ ერთმანეთში, დავუმატოთ მარილი და წიწაკა. ყველინ ნახევარი გავხეხოთ და მოვაყაროთ კარტოფილს და მოვასხათ მომზადებული რძის მასა. მიღებული მასა შევდგათ ღუმელში. ერთი საათის განმავლობაში დავტოვოთ 160 გრადუს ტემპერატურაზე, მომზადებამდე 10 წუთით ადრე კარტოფილს დარჩენილი ყველი მოვაყაროთ და კვლავ ღუმელში დავაბრუნოთ.