კლიჩკო კიევის მოსახლეობას ყველაზე ცუდი სცენარისთვის მზადყოფნისკენ მოუწოდებს

  14:44:31     07-11-2022

კიევი შესაძლოა წყლისა და ელექტროენერგიის გარეშე დარჩეს – დედაქალაქის მერი ვიტალი კლიჩკო, მოსახლეობას მოუწოდებს იყვნენ მზად ყველაზე ცუდი სცენარისთვის.

კლიჩკოს განცხადებით, რუსეთის ქმედება არა ომი, არამედ ტერორიზმი და გენოციდია.

"ჩვენი მტრები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ქალაქი სითბოს, ელექტროენერგიის, წყალმომარაგების გარეშე დარჩეს და საერთოდ, უნდათ, რომ ყველა დავიხოცოთ. ეს მათი ამოცანაა. და რამდენად კარგად გავუძლებთ, დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად კარგად ვართ მომზადებული სხვადასხვა სცენარისთვის... ამიტომაც უნდა ვიყოთ მზად“, - თქვა კლიჩკომ კვირას.

კლიჩკო მოსახლეობას მიმართავს თუ აქვთ შესაძლებლობა უფრო უსაფრთხო ქალაქში ოჯახის გადაყვანისა, ასეც მოიქცნენ თუ ქალაქი წყლისა და ელექტროენერგიის გარეშე დარჩება.