
მიხეილ სააკაშვილი შესაძლოა კოვიდინფიცირებული იყოს
18:15:11     02-11-2022
საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი დღესაც გადაიდო.
სასამართლომ სააკაშვილის საქმის განხილვა მისი ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო ვერ შეძლო.
უფლებადამცველებმა დღეს მოსამართლე ნინო ჩახნაშვილს ორი ცნობა წარუდგინეს - ერთი, „ემპათიის“ დირექტორის მარიამ ჯიშკარიანის მიერ გაცემული ფსიქიატრიული ექსპერტიზის ცნობა და მეორე - ცნობა „ვივამედიდან“, სადაც ნათქვამი იყო, რომ მიხეილ სააკაშვილს მაღალი სიცხე აქვს და შესაძლოა, კოვიდინფიცირებული იყოს.
მომდევნო სხდომა მოსამართლემ 14 ნოემბერს ჩანიშნა.