"ბირთვული იარაღი ბოლო კოზირია, ეს იქნება პუტინის ფინალი" - უკრაინის დაზვერვა
15:23:59     26-10-2022
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს პრესსპიკერის, ანდრეი იუსოვის განცხადებით – „რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინაში ბირთვული იარაღის გამოყენების სცენარი ნაკლებად სავარაუდოა“
მისი თქმით, ეს იქნება ბოლო კოზირი, რაც რუსეთისთვის არაფერს შეცვლის:
"რაც შეეხება ბირთვულ იარაღს, ეს არის შემაკავებელი იარაღი. თუ წარმოიდგინეთ, რომ პუტინი გაბედავს ბირთვული იარაღის გამოყენებას, მაშინ ეს არის ბოლო კოზირი და რა იქნება შემდეგ? შეწყვეტს თუ არა უკრაინა ბრძოლას? არა. გახდება თუ არა მსოფლიო უფრო დამთმობი პუტინის რეჟიმისა და სხვა რასისტების მიმართ? რა თქმა უნდა არა. ეს იქნება მისი ფინალი."
რუსეთის არმიის მარცხის შემდეგ ბრძოლის ველზე, პუტინის რეჟიმი ბირთვული იარაღის გამოყენების შესახებ მუქარასა და შანტაჟს აძლიერებს.