უკრაინა ნატოს საგარეო საქმეთა მინისტერიალზე მიიწვიეს

  15:18:51     26-10-2022

უკრაინა ნატოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების სამიტზე მიიწვიეს, ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ რუმინული გამოცემა ავრცელებს. 

არსებული ინფორმაციით, უკრაინის გარდა, მიწვეულები არიან მოლდოვა, საქართველო, ფინეთი, შვედეთი და ბოსნია და ჰერცეგოვინა. 

სამიტი 29 და 30 ნოემბერს ბუქარესტში გაიმართება.