"კალაძეს პიარ–კამპანია არ სჭირდება" – ანრი ოხანაშვილი
13:40:02     19-10-2022
"ქართული ოცნების" წევრი ანრი ოხანაშვილი დედაქალაქის მერს კახა კალაძეს იცავს და ამბობს, რომ ის ვაკის პარკის ტრაგედიისას გადარჩენილ ბავშვს პიარ–კამპანიისთვის არ შეხვედრია.
"კახა კალაძეს არ სჭირდება პიარკამპანია და შესაბამისად, მისი ქმედებები არ არის მიმართული პიარკამპანიისთვის, მით უმეტეს, ამ დროს. შესაბამისად, ესეც სამწუხაროდ, არის პოლიტიკური ოპონენტების მიერ მათი დღის წესრიგის ისე წარმოჩენა, რომ თვითაქტუალიზაცია მოახდინონ. თითქოს, კახა კალაძე აი ამ რთულ სიტუაციაში, როდესაც ბავშვი გარდაიცვალა და ტრაგედია მოხდა, თითქოს, პიარკამპნაიით არის დაკავებული. ესეც არის არასწორი შეფასება და კახა კალაძეს პიარკამპანია არ სჭირდება", – აცხადებს ოხანაშვილი.