ბათუმში 20 წლის მამაკაცის მკვლელობის ბრალდებით თურქეთის მოქალაქე დააკავეს
13:27:12     19-10-2022
მკვლელობა ბათუმში – ღამით სროლის შედეგად 20 წლის მამაკაცი გარდაიცვალა. ის თურქეთის მოქალაქეა.
თუ რას უკავშირდებოდა დაპირისპირება ჯერჯერობით უცნობია.
ცნობილია, რომ დაკავებულია თავდამსხმელიც, რომელიც, ასევე, თურქეთის მოქალაქეა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის19-109-ე მუხლით, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს და 236-ე მუხლით დაიწყო, იარაღის უკანონო-შეძენა-შენახვა-ტარება.