"კანონი ვერ იქნება ვერც ზედმეტად ლმობიერი და ვერც ზედმეტად მკაცრი" – კალაძე ვაკის პარკის ტრაგედიაზე
13:22:56     19-10-2022
დედაქალაქის მერმა თბილისის მთავრობის სხდომა ვაკის პარკის ტრაგედიის დაღუპული 13 წლის მარიტას ხსოვნის პატივსაცემად წუთიერი დუმილით დაიწყო და პირველი ვრცელი განცხადება გააკეთა მომხდართან დაკავშირებით:
"მე არ მაქვს არანაირი უფლება შევაფასო საგამოძიებო პროცესი. კანონის წინაშე ყველ პასუხისმგებელი და თანასწორია. ერთი რამ, რაც მინდა ვთქვა, კანონი ვერ იქნება ვერც ზედმეტად ლმობიერი და ვერც ზედმეტად მკაცრი ვინმეს მიმართ. მე რამდენიმე დღის წინ გავაკეთე განცხადება და კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორე - მე პირადადაც მზად ვარ თუკი ჩემი თუნდაც მცირედი ბრალეულობა გამოიკვეთება, სრული სიმკაცრით ვაგო პასუხი კანონის წინაშე. ჩემთვის მტკივნეულია, რომ ბრალდებულთა შორის არის მერიის თანამშრომელიც, მაგრამ სიმართლის დადგენა არის ერთადერთი რასაც უმცირესი შვების მოატანა შეუძლია. მე იმედი მაქვს, რომ სიმართლე დადგინდება ყველას მიმართ და არ დარჩება არანაირი კითხვები.
აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ტრაგედიის დღიდან მოყოლებული მოსახლეობა ტელეეთერებიდან ისმენს სრულიად გამაოგნებელ განცხადებებს კონკრეტული პოლიტიკოსების მხრიდან. სამწუხაროა, რომ პოლიტიკაში ჯერ კიდევ არსებობენ ადამიანები, რომლებიც ცდილობენ ამხელა ტრაგედია საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენონ. ამ თემაზე მეტს ვერაფერს ვიტყვი და მათ საქციელს საზოგადოება შეაფასებს." თქვა კახა კალაძემ.