"მე მოვინახულე, შევხვდი ამ ადამიანებს, და კიდევ შევხვდები... ეს ჩემი ვალია, როგორც კაცის და ოთხი შვილის მამის"– კალაძე "კამპანიურ აჟიოტაჟზე"
13:19:46     19-10-2022
თბილისის მერის, კახი კალაძის განცხადებით, ვაკის პარკში მომხდარის შემდეგ მისი ვალი იყო შეხვედროდა დევი მეზურნიშვილის, რომელმაც ბავშვები გადაარჩინა და დაშავებულ ბიჭს, რომელსაც გუშინ საკუთარი საფეხბურთო მაისური აჩუქა.
"რაც შეეხება იმ კამპანიურ აჟიოტაჟს, რომელიც ჩემი და ჩვენი თავგანწირული თანამშრომლის დევი მეზურნიშვილის შეხვედრამ, ჩემს მიერ პატარა ლაზარეს მონახულებამ გამოიწვია, პირდაპირ ვიტყვი, რომ ეს მეგობრებო, ჩემი ვალია და ჩემი ვალდებულებაა. არა მხოლოდ როგორც დედაქალაქის მერის, არამედ პირველ რიგში, როგორც ადამიანის, როგორც კაცის, როგორც 4 შვილის მამის, კი მე მოვინახულე, შევხვდი ამ ადამიანებს, და კიდევ შევხვდები და კიდევ მოვინახულებ, მოვინახულებ ყველას ვისი მადლიერიც ვარ და ყველას ვინც ამ ტრაგედიით დაზარალდა", – განაცხადა კახა კალაძემ.