რუსეთს „ვიაგრას“ მიწოდება შეუწყდება

  12:17:03     18-10-2022

კომპანია Pfizer–ის ცნობით, რუსეთს მედიკამენტ „ვიაგრას“ მიწოდება შეუწყდება.

ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ უცხოური მედია ავრცელებს.

16 ოქტომბერს გაერო–ს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ უკრაინაში გაუპატიურება რუსულ სამხედრო სტრატეგიად გამოიყენება.

ჯერჯერობით კომპანიას ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია იმაზე, უკავშირდება თუ არა გადაწყვეტილება ზემოთ აღნიშნულ განცხადებას.