რუსმა ოკუპანტებმა დილით კიევი ისევ დაბომბეს
12:07:33     18-10-2022
უკრაინის დედაქალაქის მერი, ვიტალი კლიჩკო აცხადებს, რომ რუსმა ოკუპანტებმა დილით კიევი ისევ დაბომბეს.
მისი თქმით, აფეთქებები დესნინსკის რაიონში მოხდა და ოკუპანტების სამიზნეები კრიტიკული ინფრასტრუქტურები იყო.
მომხდარს უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მოადგილემ კირილო ტიმოშენკოც გამოეხმაურა. მისი თქმით, რუსებმა ენერგო ობიექტები დაბომბეს.
დამატებითი ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.